top of page

“ოპერაცია მშვიდობის დასამყარებლად,” -  ასე უწოდებდა და უწოდებს რუსეთი 2008 წელს მის მიერ წარმოებულ საომარ ქმედებებს - ომს, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ასობით ადამიანი, ხოლო საკუთარი საცხოვრისის იძულებით დატოვება მოუწია 30 000-მდე ადამიანს. 

 

ამგვარ “მშვიდობისმყოფელ” რუსეთს საკუთარი მშვიდობის დასაცავად მთელი რიგი პროპაგანდისტული ღონისძიებების წარმოება მოუწია, რომლის მიხედვითაც, ომი საქართველოს უნდა დაეწყო, საქართველოსვე მიეტანა იერიში საკუთარ მოსახლეობაზე და რომ რუსეთი "მცირე ერების დამცველის" სტატუსით უნდა ჩართულიყო კონფლიქტში საკუთარი მოსახლეობის დასაცავად. 

 

მოგვიანებით და მალევე, აგვისტოს ომის რუსული ნარატივი გაქარწყლდა. რუსეთმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია, თუმცა საქართველოს 2012 წელს არჩვნების წესით არჩეული ხელისუფალი კვლავ იმეორებს რუსულ ნარტივს და ბრალდების ისრებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", რეალურად კი საქართველოსკენ მიმართავას, კვლავ "მშვიდობის" სახელით, ისევ "მშვიდობის" დასაცავად. 

პროპაგანდის ნისლში გახვეული  აგვისტო

de226147-0376-4bc8-8cda-67314fa160f6_w1597_n_s.avif

აგვისტოს ომის რუსული ნარატივი  და პირდაპირი თარგმანი "ქართული ოცნებისგან"

საუბრობს მოსკოვი:

საუბრობს მოსკოვი და ყოველთვისაა რაღაც, რაც სიმართლეს არ შეესაბამება ან სულაც, არასდროსაა რამე მართალი. 

2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას რუსეთმა მიმართა ჰიბრიდული ომის მთელ რიგ ელემენტებს, ეს იყო პროპაგანდისტული მედიების მუშაობის წესი თუ პირდაპირი თავდასხმა - კიბერშეტევა ქართულ საინფორმაციო წყაროებსა თუ სამთავრობო გვერდებზე.  

ჰიბრიდული ომის ელემენტები ომის მიმდინარეობისას

თორნიკე თურმანიძე - ყოფილი შსს-ის საინფორმაციო დეპარტამენტის ანალიტიკოსი

კიბერშეტევის ეპიზოდის შესახებ:

მაკა ანთიძე რუსული პროპაგანდისტული მედიის შესახებ:

 კიბერშეტევა მოიცავდა სხვადასხვა  (DDOS) შეტევებს კომუნიკაციის შესაფერხებლად და დაზვერვისთვის მონაცემების შესაგროვებლად საჭირო ღონისძიებებს. თავდასხმები ასევე მოიცავდა ვებსაიტების დაზიანების ფაქტებს რუსული პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რომელიც განხორციელდა სამთავრობო გვერდების გათიშვით, რაც ასევე  ინფორმაციის მყისიერად გავრცელების შესაძლებლობას აფერხებდა. 

 კიბერშეტევისა და საქართველოდან ოფიციალურად დაზუსტებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი სირთულეების პარალელურად, რუსული პროპაგანდისტული მედიები ქმნიდნენ ომის რუსულ ნარატივს, რისი ნათელი მაგალითიც იყო Reuters-ზე შეტევა და მისი დადანაშაულება "დადგმული კადრების" გავრცელებაში

ფოტო, რომელმაც ნამდვილად შეძრა მსოფლიო, უკრაინელ ფოტოგრაფ გლებ გარანიჩს ეკუთვნის. ფოტოს ნამდვილობა არათუ ეჭვქვეშ დააყენა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, არამედ ბრალი დასდო Reuters - ის კავკასიის ბიუროს დადგმული სცენის გავრცელებაში, რამაც ჰპოვა კიდეც თავდაპირველად დამაჯერებლობა, თუმცა Reuters -ის ოფიციალური განცხადებისა და ფოტომტკიცებულებების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ფოტო რეალობას ასახავდა, რუსული მხარე კი ცრუ ბრალდებას ავრცელებდა

de226147-0376-4bc8-8cda-67314fa160f6_w1597_n_s.avif

რას ამბობს ოფიციალური დოკუმენტები და ვინ ცვლის ნარატივს

კიბერშეტევისა და მედიაზე თავდასხმის მაგალითები მხოლოდ ნაწილია რუსეთის მიერ წარმოებული იმ ინფომრაციული ომისა, რომელსაც უნდა შეექმნა წარმოდგენები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამავე პროცესის გაგრძელებაა იმ ოფიციალური დოკუმენტებით მანიპულირება, რაც კი შექმნილა და მიღებულა  აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რეზოლუცია 1633 ამის მკაფიო მაგალითია.  რეზოლუცია ამხელს რუსეთს ოკუპაციაში და აკისრებს პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებზე. რუსეთი არ აღიარებს მას, ხოლო საქართველოს ამჟამინდელი ე.წ ხელისუფალი კი იგივე ნარატივს იმეორებს, აკრიტიკებს რეზოლუციას, ხოლო მისი მიღების პროცესისთვის ხელის არშეშლაში ადანაშაულებს მაშინდელ ხელისუფლებას. ერთადერთი მხარე კი, ვის ინტერესსაც წარმოადგენდა და წარმოადგენს რეზოლუცი 1633-ის არმიღების სცენრი, რუსული მხარეა.

რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ჯავშანტექნიკასთან ერთად დეზინფორმაციის მძიმე არტილერიაც გამოიყენა და ისედაც ფრთხილი დასავლეთისთვის კიდევ უფრო რთული გახადა მკაფიო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა, თუმცა ამან  ოფიციალურ დოკუმენტებზე მაინც ვერ იქონია რუსეთისთვის სახარბიელო გავლენა, რადგან ეს ტექსტები არ იმეორებენ ომის რუსულ ნარატივს.

ოფიციალური
დოკუმენტების დასკვნები განსხვავდება რუსეთის მტკიცებებისგან

Screenshot 2025-08-12 193533.png

კომენტარი რეზოლუცია 1633-ის შესახებ:

მიუხედაავდ იმისა, რომ როგორც ევროსაბჭოს  რეზოლუცია - 1633, ასევე ტალივინის, რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, მთელ რიგ დანაშაულებზე მიუითებს რუსეთის მხარეს და მაგალითად. როგორც ეთნიკური წმენდის ნაწილში მას აკისრებს პასუხისმგებლობას, ასევე ოკუპანტად მოიხსენიებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, პარტია "ქართული ოცნებისთვის" წარმოადგენს ისეთ დოკუმენტებს, რომელთა აღიარებაც "ქვეყნის ღალატი იქნებოდა" და მაშინდელ ხელისუფალს სწორედ ასე ადანაშაულებს. "ქართული ოცნება" განსაკუტრებით ხშირად მოიხსენიებს რეზოლუცია 1633-ის იმ ნაწილს, სადაც საქართველოს მიერ "ესკალაციის ახალ ეტაპზე" გადასვლაა ნახსენები და მას "ომის დაწყებად" ნათლავს, რაც ცვლის მის მნიშვნელობას და იმეორებს რუსეთის პოზიციას.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეზოლუცია 1633-ის მიღების პროცესი ევროპარლამენტში რუსულმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა

Screenshot_3_edited.jpg

პარტია "ქართული ოცნება"თუ მაგალითად,  ევროსაბჭოს რეზოლუციას აკრიტიკებს, ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს საკუთარ გამარჯვებად მიიწერს, სადაც რუსეთი ომის დანაშაულებში იქნა მხილებული. ანგარიშში კი რომელიც ომის დაზარალებულთა მდგომარეობას შეეხება საქართველოში - "10 წელი აგვისტოს ომიდან," ნახსენებია, რომ მმართველი პარტიის ანუ "ქართული ოცნების" მიერ სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად გაკეთებული საჯარო განცხადებები, ომის დაწყების საკითხში საქართველოს დადანაშაულების შესახებ, ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა პროცესისთვის და შეიძლებოდა მტკიცებულებადაც კი გამოყენებულიყო რუსული მხარის სასარგებლოდ

ალეკო ცქიტიშილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და პროცესში "ქართული ოცნების" ჩართულობის შესახე:

"ქართული ოცნების" რუსული თამაში

პარტია "ქართული ოცნება" ხშირად მანიპულირებს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტთან აგვისტოს ომის თემით. რამდენად დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს სახელმწიფოსთვის, პარტია მაინც აგრძელებს ოფიციალური დოკუმენტების ტექსტებით მანიპულირებასა და საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებაში. აგვისტოს ომის რუსული ნარატივის განმეორებით, "ქართული ოცნება" ოპონენეტს "ომის პარტიად," ხოლო საკუთრ როლს "მშვიდობისმყოფელად" ნათლავს. წინასაარჩევნო კამპანია 2024 და მიმდინარე 2025-იც "ქართული ოცნებისთვის" აგვისტოს ომით სპეკულირება აღმჩნდა. ერთია, პარტია  როგორ თესავს ასე შიშს ომგამოვლილ ქვეყანაში და ქმნის უპირატესობის ილუზიას, თუმცა მეორესმხრივ, აზიანებს ამავე ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ტრიბუნაზე. 

ომით მანიპულირება

2024

არჩევნები - მცხეთა

Screenshot 2025-08-13 111455.png

შემდეგი ->>

"ქართული ოცნება" იმეორებს რუსულ ნარატივის, როცა ომის დაწყების თარიღად არა ოფიციალურად მიღებულ 7, არამედ რუსეთის მიერ  მიჩნეულ 8 აგვისტოს იღებს მხედველობაში, ეს ირიბი მინიშნებაა იმაზე, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო 7 აგვისტოს და მხოლოდ ამის შემდეგ, რვა აგვისტოს ჩაება მასში "მცირე ერების დამცველი" სახელმწიფო. ოფიციალური დოკუმენტები კი სხვა რამეზე მეტყველებენ და ამბობენ, რომ ომის დაწყების თარიღის და შესაბამისად, ინიციატორის გამოსარკვევად აგვისტომდელ განვითარებულ მოვლენებს უნდა მიექცეს ყურადრება

"ქართული ოცნება" იმეორებს არა მარტო რუსულ ნარატივს და ამბობს იმას, რაც რუსეთს სურს დაამტკიცოს, არამედ იმეორებს რუსული თამაშის წესებსაც, როცა მშვიდობის სახელით ადანაშაულებს საქართვეოს ომის დაწყებაში.

რუსიკო კობახიძს კომენტარი "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდასა და თარიღის მნიშვნელობაზე

Screenshot 2025-08-13 113415.png

არა მხოლოდ აგვისტოს ომთან, არამედ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც კი პარტია "ქართული ოცნება" მიჰყვება კვლავ რუსულ ხაზს, როცა საარჩევნო კამპანიის ბანერებში იყენებს რუსული თავდასხმების შედეგად ნანგრევებად ქცეული უკრაინის კადრებს, მშვიდობას კი საქართველოს "ხელუხლებელი" კადრებით ასახავს. ამით ირიბად მიანიშნებს, რომ თითქოს ომი უკრაინის არჩევანია და ალბათ უკრაინას შეეძლო აერჩია მშვიდობა. თუმცა "ქართული ოცნება" ანგარიშს არ უწევს ფაქტს, რომ ეს მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე იქნებოდა შესაძლებელი, რაც არ უნდა შედიოდეს სახელმწიფოს ინტერესებში.

ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ბანერები (2024-25)

ტალიავინის დასკვნის გამხსნელი სიტყვების მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ვერ დამკვიდრდება მანამ,  სანამ ფაქტების საერთო გაგება არ მიიღწევა. 

ფაქტების გაგებისთვის კი მათი დაცლაა საჭირო პროპაგანდისგან, რომელსაც მოძალადე-მსხვერპლის როლების შეცვლაც კი შეუძლია

და მანამ სანამ "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს "მშვიდობის" მისეულ გაგებას და იმეორებს ომის რუსულ ნარატივს, საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ინტერესებს.

რუსეთი კი დახელოვნებული პროპაგანდისტია. 

თუ ოფიციალური რუსეთი არ აწარმოებს სრულმაშტაბიან ომს მოწინააღმდეგესთან, ის აწარმოებს ინფორმაციულ ომს მასთან და თუნდაც ჭურვებს ისროდეს ციდან, ის მაინც სტყუის.

bottom of page